LED Light Therapy Mask | LED თერაპიის ნიღაბი
LED Light Therapy Mask | LED თერაპიის ნიღაბი
Translation missing: ka-GE.products.product.pickup_availability.unavailable
LED თერაპიის ნიღაბი
LED თერაპიის ნიღაბი სხვადასხვა ფერის სინათლისა და სიხშირის სხივებით არაინვაზიური გზით აღწევს კანის ღრმა უჯრედულ დონეზე და მასზე ზემოქმედების გზით აქვს კლინიკურად დადასტურებული უპირატესობები:
- კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების გზით ამცირებს წვრილსა და მსხვილ ნაოჭებს
- უნარჩუნებს ბრწიყნვალებას და ახალგაზრდულ იერს
- უზრუნველყოფს მიკროცირკულაციის გაძლიერებას და და უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს ხდის გლუვსა და ერთგვაროვანს
- აქრობს ანთებით კერებს და სიწითლეს
- ეხმარება კანის აღდგენას ჭრილობებისა და პოსტ-აკნე ნაწიბურების შემთხვევაში
- არაინვაზიური, კანის დამზოგველი მეთოდი მარტივი გამოსაყენებელია სახლის პირობებში
- აუმჯობესებს და ახანგრძლივებს სხვადასხვა პროცედურების ეფექტს
LED ნათების ტიპები და დანიშნულება:
LED ნათების ტიპები და დანიშნულება:
წითელი ნათება (630 nm) - კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, სტიმულირებს
უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ათანაბრებს კანის სტრუქტურას და ფერს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს,ფორებს და
ანიჭებს კანს ბზინვარებას. ხელს უწყობს აკნეს შემდგომი ნაწიბურების შეხორცებას,
ღრმა ნაოჭების შემცირებას და აფერხებს წვრილი ნაოჭების გაჩენას.
ახლო ინფრაწითელი ნათება (830 nm) - აღწევს კანის უფრო ღრმა ფენებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ნაოჭებს, აფერხებს კანის დაბერების პროცესს, აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას და უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს უფრო გლუვს და ერთგვაროვანს ხდის და ანიჭებს ახალგაზრდულ იერს.
ლურჯი ნათება (415 nm) - ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ებრძვის
ანთებით პროცესს, ეხმარება აკნეს მკურნალობის პროცესს და ხსნის შეშუპებას.
ვარდისფერი ნათება (630 + 415 nm) - წითელი და ლურჯი სინათლის კომბინირებული ეფექტი.
პროდუქტის მახასიათებლები
პროდუქტის მახასიათებლები
Lumanex-ის სახის ნიღაბი დამზადებულია სამედიცინო სილოკონით, რომელიც კომფორტულად, კანს მაქსიმალურად ახლოს ერგება, რაც ხელს უწყობს სხივების თანაბარ გადანაწილებას და კანში უკეთ შეღწევას მაქსიმალური შედეგისთვის. მოწყობილობა მსუბუქი და პორტატულია, ადვილად იწმინდება და მარტივი სამართავია დისტანციური კონტროლერის მეშვეობით.
ნიღბის გამოყენება დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყოველდღიური კანის მოვლის რუტინის პარალელურად. სასურველი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია სისტემატური გამოყენება - LED სინათლის თერაპიის დაწყებისას კვირაში 3-4-ჯერ 10 წუთის, კანის მიჩვევის შემდეგ კვირაში 5-6-ჯერ 10-20 წუთის, ხოლო ეფექტის შესანარჩუნებლად კვირაში 3-5-ჯერ 10-15 წუთის განმავლობაში.
LED ნიღბის ეფექტი შესამჩნევია თანმიმდევრულად 3-4 კვირის გამოყენების შემდგომ.
ტექნიკური მონაცემები
ტექნიკური მონაცემები
- მასალა: სამედიცინო სილოკონი
- LED ნათურების რაოდენობა: მაღალი ხარისხის 3 ჩიპიანი 114 LED ნათურა
- განათების 4 ტიპი: წითელი ნათება (630 nm), ახლო ინფრაწითელი ნათება (830 nm), ლურჯი ნათება (415 nm), ვარდისფერი ნათება (630 + 415 nm)
- ტალღის სიხშირე: 630 nm, 415 nm, 830 nm
- სიკაშკაშის რეგულირება: 0%–100%
- ტაიმერი: 10 წუთი (მაქისმუმ სეტი 30 წუთი)
- ელემენტის სიმძლავრე: 4000 mAh
- სიხშირე (პულსი): 0–10000Hz
- ავტომატური გათიშვა: კი
- დატენვის დრო: 3 საათი
- გამოყენების დრო: 3.5 საათი
- გარანტია: 6 თვე
- ზომა: 320 × 210 მმ
- წონა: 395გ ± 5გ
კომპლექტაცია
კომპლექტაცია
- ერგონომიული ნიღაბი კომფორტული დიზაინით
- დისტანციური მართვის პულტი
- სილიკონის თვალების დამცავი
- რბილი ნაჭრის სამაგრები
- Micro-USB დამტენი კაბელი
- დამტენი პორტი (გამავალი/შემომავალი)
- ეკრანი
- ნათების რეჟიმის შერჩევა
- პულსაციის რეჟიმი
- განათების სიმძლავრის არჩევა
გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
- გამოყენებამდე დამუხტეთ ნიღაბი და კონტროლერი. დატენვა ხდება Micro-USB კაბელით 5V-1A ადაპტერზე.
- რეკომენდებულია დატენვა ბატარეის ნიშნულის 20%-ზე დაბლა ჩამოსვლისას.
- გამოყენებისას შეაერთეთ კონტროლერი ნიღაბთან
- გამოყენებამდე გაისუფთავეთ კანი და შეიმშრალეთ პირსახოცით.
- მაქსიმალური ეფექტისთვის ნიღაბი მჭიდროდ მოირგეთ სახეზე სპეციალური ნაჭრის, რბილი სამაგრების მეშვეობით.
- ჩასართავად დააჭირეთ კონტროლერის ღილაკს რამდენიმე წამის განმავლობაში.
- ეკრანზე გამოჩნდება მენიუ სადაც, set ღილაკზე დაჭერით გადადიხართ მენიუში სხვადასხვა მონაცემების ასარჩევად.
- +/- ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია, სასურველი განათების ტიპის, დროის, განათების სიმძლავრის და პულსაციის რეჟიმის შერჩევა.
- პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ ნიღბის ზედაპირი ოდანვ ნოტიო სუფთა ქსოვილით. გაწმენდამდე დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია
- ნიღბის გამოყენების შემდეგ სასურველია დაიტანოთ სახეზე დამატენიანებელი შრატი და საცხი.
- როდესაც ბატარეა არ არის საკმარისად დამუხტული ნიღაბი ავტომატურად ითიშება
სერთიფიცირებულია უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებით: FDA, SE, FCC, RoHs
Share

ხილული შედეგი 3-4 კვირის სისტემატური გამოყენების შემდეგ