ჩვენს შესახებ
Lumanex, ახალი ქართული კომპანია სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა გავხადოთ მარტივი, ხელმისაწვდომი და პროფესიონალური სახლიდან გაუსვლელად.
Lumanex-ის იდეა მარტივია: საკუთარ თავზე ზრუნვის რიტუალი შენთვის. დღის განმავლობაში, საკმარისია მხოლოდ 15 წუთის პოვნა იმისთვის, რომ ერთდროულად იზრუნო კანზე, განწყობასა და შინაგან ენერგიაზე. პროფესიონალური LED ტექნოლოგიებისა და სინათლის თერაპიის საშუალებით კი ეს პროცესი სახლის პირობებში, უსაფრთხო, მარტივი და სასიამოვნოა. ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ქალები საკუთარი თავის სიყვარულით და ზრუნვით, იმისთვის, რომ მეტი თავდაჯერებით გადადგან ნაბიჯები საკუთარი მიზნებისკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ სილამაზესა და შინაგან ენერგიაზე ზრუნვა არ უნდა იყოს რთული, არ უნდა მოითხოვდეს საათებს სალონში და ყოველთვიურად დიდ ხარჯებს, არ უნდა იყოს კომპრომისი უსაფრთხოებასა და შედეგს შორის.
სწორედ ამიტომ, Lumanex აერთიანებს პროფესიუნალური LED სინათლის თერაპიის ოთხ განსხვავებულ მოწყობილობას:
- სახის LED ნიღაბი
- დეკოლტეს LED სისტემა
- სახისა და თვალის მიზნობრივი Mini მოწყობილობა
- LED თერაპიის სკულპტორი
ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგია, ეს არის უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ხარისხის, კომფორტისა და სრულყოფილი შედეგისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი თავის სიყვარული იწყება პატარა ნაბიჯით და ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს 15 წუთიანი სინათლის რიტუალი.