Refund policy
დაბრუნების პოლიტიკა
1. დაბრუნების უფლება
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქცია 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
დაბრუნებისთვის მომხმარებელი ვალდებულია:
- დაგვიკავშირდეს ელ. ფოსტაზე: info@lumanexled.ge
- დააბრუნოს პროდუქტი მოთხოვნის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 7 კალენდარული დღის განმავლობაში ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად
კომპანია ვალდებულია მომხარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა, ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუმცა უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს მომხმარებლისგან.
უპირობო დაბრუნების პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ:
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმენტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმენტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე.
- ნივთი დამზადებული ინდივიდუალური შეკვეთით
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა
- ნივთის სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათ) ლარს.
დაბრუნების შემთხვევაში პროდუქტი უნდა იყოს:
- დაუზიანებელი
- პირვანდელ მდგომარეობაში
- სრული კომპლექტაციით (შეფუთვა, აქსესუარები და სხვა)
2. თანხის დაბრუნება
- თანხა ბრუნდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში
- გადახდა ხდება იმავე მეთოდით, რაც გამოიყენეთ, თუ სხვა მეთოდი არ შეთანხმდა მხარეებს შორის
- კომპანია უფლებამოსილია თანხის დაბრუნება გადაავადოს პროდუქტის უკან მიღებამდე
3. დაბრუნების ხარჯები
- მომხმარებელი ფარავს დაბრუნების ხარჯს
- თუ პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება აღწერას — ხარჯს ფარავს კომპანია