FAQ
ხშირად დასმული კითხვები
1. როგორ მუშაობს სინათლის თერაპია?
ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის უჯრედები ნაკლებ კოლაგენსა და ჰიალურონის მჟავას გამოიმუშავებს, ამ კომპონენტების შემცირებული რაოდენობა კი კანს უფრო მგრნობიარეს ხდის დაზიანებისა და ნაოჭების წარმოქმნის მიმართ.
LED სინათლის სხივები უბიძგებს კანს წარმოქმნას ATP (უჯრედული ენერგია), რაც ასტიმულირებს კოლაგენისა და ჰიალურონის გამომუშავებას და ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ აღდგენით და განახლებად პროცესებს.
შედეგად, ორგანიზმი აღადგენს და აძლიერებს კანის დატენიანებას, სიმტკიცეს, ერთგვაროვნებას და საგრძნობლად ამცირებს ასაკის მატების ნიშნებს. სინათლის თერაპია აღიარებულია საერთაშორისოდ და დადასტურებულია კლინიკურად. LED სინათლის სხივების საშუალებით, თქვენი კანი გახდება მეტად ერთგვაროვანი, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
2. რამდენად უსაფრთხოა სინათლის თერაპია?
სინათლის თერაპია კლინიკურად დადასტურებული და საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც სრულიად უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა კანის სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად. LED სინათლის თერაპიაში არ გამოიყენება მავნე ულტრაიისფერი სხივები, UV (რაც გამოყენებულია სოლარიუმის აპარატებში), რომელიც აზიანებს კანს და შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების მუტაცია.
მაქსიმალურად უსაფრთხო გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია LED მოწყობილობებს ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები (FDA, CE, FCC, RoHS), რაც ადასტურებს მოწყობილობის წარმოების პროცესის უსაფრთხოებას და სტანდარტებთან შესაბამისობას.
3. კანის რა ტიპის პრობლემების შემთხვევებშია სინათლის თერაპია, როგორც პრაქტიკა, განსაკუთრებით ეფექტური?
LED ნათების სხვადასხვა ფერი განსხვავებულად მოქმედებს კანის პრობლემებზე და მისი ეფექტურობა დადასტურებულია შემდეგი მიმართულებით:
- კანის გაჯანსაღება
- უჯრედების რეგენერაცია
- წვრილი და მსხვილი ნაოჭების შემცირება და ახალი ნაოჭების წარმოქმნის პრევენცია
- კანის ტონის გათანაბრება, სიწითლისა და პიგმენტური ლაქების შემცირება
- ანთებით პროცესებთან ბრძოლა და აკნეს მკურნალობის პროცესის მხარდაჭერა
- შეშუპების დაცხრომა
- კანის იმუნიტეტის გაძლიერება
4. რისთვის გამოიყენება LED ნათების სხვადასხვა ფერი?
- წითელი ნათება - კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ათანაბრებს კანის სტრუქტურას და ფერს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, ანიჭებს კანს ბზინვარებას; ხელს უწყობს ნაწიბურების, აკნეს შემდგომი დაზიანებების შეხორცებას, ღრმა ნაოჭების შემცირებას და აფერხებს წვრილი ნაოჭების გაჩენას.
- ღრმა ინფრაწითელი ნათება - აღწევს კანის უფრო ღრმა ფენებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ნაოჭებს, აფერხებს კანის დაბერების პროცესს, აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას და უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს უფრო გლუვს და ერთგვაროვანს ხდის; აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
- ლურჯი ნათება - ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ებრძვის ანთებით პროცესს, ეხმარება აკნეს მკურნალობის პროცესს და აცხრობს შეშუპებას.
- ვარდისფერი ნათება - ხელს უწყობს მსუბუქი აკნეს მკურნალობის პროცესს და აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება.
-
მწვანე ნათება - ამშვიდებს კანს და გამოიყენება შეშუპების საწინააღმდეგოდ.
5. რა არის Lumanex-ის LED მოწყობილობები?
Lumanex არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ სინათლის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ, FDA-ს მიერ დამტკიცებულ, პორტატულ, სახლის პირობებში გამოსაყენებელ მოწყობილობებს სახისა და ტანის სხვადასხვა ზონისათვის:
- სახის ნიღაბი - სახის კანის გაჯანსაღებისა და სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად
- დეკოლტე - ყელისა და დეკოლტის ზონაზე კანის სტრუქტურის აღდგენა და გაუმჯობესება
- სახისა და თვალის LED მოწყობილობა - პატარა ზომის, კომფორტული მოწყობილობა წერტილოვნად, პატარა ზონებზე გამოსაყენებლად კანის სიჯანსაღისა და ელასტიურობისთვის. მოწყობილობა კომფორტულია სამგზავროდ.
- LED სკულპტორი - სახის, ყელისა და ღაბაბის ზონების სხივებით დამუშავებისა და მასაჟისთვის
6. ნამდვილად ეფექტურია LED სინათლის თერაპია?
LED სინათლის ტექნოლოგია კლინიკურად დადასტურებულია და 20 წელზე მეტია,რაც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება. სინათლის თერაპიის, როგორც მეთოდის, ეფექტურობა დადგენილია არაერთი სამეცნიერო და რეცენზირებული კვლევით, რომელიც კანის გაახალგაზრდავებასა და აკნეს მკურნალობას ეხება. მაქსიმალური შედეგისთვის, LED თერაპიის მოწყობილობის შერჩევისას აუცილებელია დააკვირდეთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს და შეამოწმოთ უსაფრთხოების კომპონენტები, როგორიცაა: საერთაშორისო სერტიფიკატები, LED ნათურების რაოდენობა, სიმძლავრე და ტალღის სიგრძე. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სახის პროცედურა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმსა და გამოყენების წესების დაცვაზე. სინ
7. ვისთვის არის დასაშვები სინათლის თერაპია?
სინათლის თერაპიის მოწყობილობების გამოყენება სასურველია 21 წლის ზემოთ, ნებისმიერი ტიპის კანისთვის. LED მოწყობილობების გამოყენება არ არის დასაშვები ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ლაქტაციის პერიოდში. სახის ნებისმიერი ტიპის დაავადების არსებობისას, მოწყობილობის გამოყენება სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
8. რა არის გასათვალისწინებელი LED მოწყობილობების შერჩევისას?
- უსაფრთხოების და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები
- ტალღის სიგრძე
- LED ნათურების რაოდენობა და სიმძლავრე
- სინათლის ფერების მრავალფეროვნება
9. რამდენ ხანში ჩანს კანზე შედეგი LED სინათლის თერაპიის მოწყობილობების გამოყენებისას?
LED სინათლის თერაპიის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია აპარატის გამოყენების სიხშირეზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანის სტრუქტურისა და ტონის გაუმჯობესება შეინიშნება 4 კვირიდან. სასურველი შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია, თერაპიის რიტუალის კვირაში მინიმუმ 5-6-ჯერ ჩატარება.
პროგრესის შესამჩნევად მნიშვნელოვანია მოწყობილობის გამოყენებამდე და შემდგომ კანის მდგომარეობის შედარება; რეკომენდებულია 4 კვირის შედეგის შეფასება გადაღებული ფოტოების საშუალებით.
10. როგორია რეკომენდებული მკურნალობის რეჟიმი?
LED სინათლის თერაპიის დაწყებისას კვირაში 3-4-ჯერ, კანის მიჩვევის შემდეგ კი -კვირაში 5-6-ჯერ (4-6 კვირის განმავლობაში); 6 კვირის შემდეგ შედეგების შენარჩუნებისთვის რეკომენდებულია აპარატის კვირაში მინიმუმ 3-ჯერ გამოყენება.
თითოეული რიტუალის რეკომენდებული ხანგძლივობა:
- სახის ნიღაბი და დეკოლტე - 10-20 წუთი
- LED სკულპტორი - 5-10 წუთი
- თვალისა და სახის ადგილობრივი მოწყობილობა - სახის თითოეულ მიდამოში 8-10-ჯერ გადატარება
მეტი დრო და სინათლე ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს შედეგს; ზოგჯერ, შესაძლოა, აპარატის გამოყენებამ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ მითითებული ინსტრუქცია, დავაკვირდეთ კანის რეაქციას LED სინათლის თერაპიის პროცესზე ან მივყვეთ სპეციალისტის კონსულტაციას.
11. შეიძლება თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება კანის მოვლის პროდუქტებთან ერთად?
LED მოწყობილობების გამოყენება რეკომენდებულია სუფთა კანზე ან წყლის ბაზაზე დამზადებუი დამატენინაებელი შრატის წასმის შემთხვევაში (ჰიალურონის მჟავა). არ არის რეკომენდებული ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც ქმნის ბარიერს სინათლესა და კანს შორის (მზისგან დამცავი ან მძიმე, ცხიმიანი საცხი). კანის მოვლის სხვა პროდუქტი თავსებადია მოწყობილობასთან, თუმცა მხოლოდ პროცედურის დასრულების შემდეგ.
12. უსაფრთხოა თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება რეტინოლთან ერთად?
LED მოწყობილობების გამოყენება არ არის რეკომენდებული რეტინოლთან ერთად. ერთდროულმა გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უკუჩვენება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია. რეტინოლის გამოყენება უმჯობესია LED პროცედურის ჩატარების შემდგომ.
13. საჭიროა თუ არა კანის სპეციალური მოვლა LED სინათლის თერაპიის შემდეგ?
LED თერაპიის მოწყობილობა არ აზიანებს კანს და არ საჭიროებს გარკვეული პერიოდის გასვლას სახის მოვლის საშუალებების გამოყენებამდე. პროცედურის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სტანდარტული რუტინა.
14. შეიძლება თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება მიკრონიდლინგის შემდეგ?
დიახ, შეიძლება. წითელი და ახლო ინფრაწითელი სინათლე აჩქარებს შეხორცების პროცესს და აძლიერებს მიკრონიდლინგის პროცედურის შედეგის ეფექტურობას.
15. შეიძლება თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება პირსინგზე?
დიახ, სინათლის თერაპიის მოწყობილობების გამოყენება დასაშვებია პირსინგზეც.
16. შეიძლება თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება სხვადასხვა პროცედურის (ბოტოქსი, ფილერი და ა.შ.) შემდეგ?
კვლევებით არ დასტურდება LED სინათლის სხივების შეუთავსებლობა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან, თუმცა, სასურველია, კონსულტაცია ექიმთან და სინათლის სხივების გამოყენების გეგმის შედგენა ჩატარებული პროცედურის გათვალისწინებით.
17. შეიძლება თუ არა LED სინათლის მოწყობილობის გამოყენება აკნეს არსებობისას?
LED მოწყობილობების ლურჯი ნათება ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ებრძვის ანთებით პროცესს და ეხმარება აკნეს მკურნალობის პროცესს. წითელი ნათება ეხმარება აკნეს შემდგომი დაზიანებების შეხორცებას. ვარდისფერი ნათება კი აუმჯობესებს მსუბუქი აკნეს მკურნალობის პროცესს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აკნე წარმოადგენს კანის ერთ-ერთი ტიპის დაავადებას, მისი არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით მწვავე აკნეს შემთხვევაში, სასურველია, კონსულტაციის გავლა დერმატოლოგთან.
18. რითი განსხვავდება თვალისა და სახის ადგილობრივი მოწყობილობები სახის ნიღბისგან?
ლედ თერაპიის მოწყობილობები იყენებს იმავე ტექნოლოგიებს, რასაც ნიღაბი, თუმცა აქვს მხოლოდ წითელი ფერის ნათება და მისი მცირე ზომიდან გამომდინარე, გამოიყენება მიზნობრივი ზონებისთვის, მოგზაურობისას ან LED თერაპიის დასაწყებად.
19. რატომ არის ბაზარზე არსებულ LED ნიღბებისა და მოწყობილობების ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა?
LED ნიღბები და სხვა მოწყობილობები ვიზუალურად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებით, რაც წინაპირობაა უსაფრთხო გამოყენების და სასურველი შედეგის მისაღწევად.
შერჩევისას კი გასათვალისწინებელია:
- საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები
- ტალღის სიგრძე
- LED ნათურების სიმრავლე და ენერგიის სიძლიერე
- სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ეფექტურობას, უსაფრთხოებას და მოწყობილობის გამძლეობას.
20. როგორ უნდა მოვუაროთ LED მოწყობილობებს?
LED მოწყობილობები უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით და არ მოათავსოთ წყალში. აუცილებელია დაიცვათ მისი გამოყენების წესები ინსტრუქციის მიხედვით.
მოწყობილობა უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ, მშრალი ან ნოტიო სუფთა ქსოვილით.