Terms of service

წესები და პირობები

კომპანიის დასახელება: შპს ლუმანექსი

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405822819

ელ–ფოსტა: info@lumanexled.ge

1. კომპანიის ვალდებულებები

წინამდებარე მომსახურების პირობები არეგულირებს შპს „ლუმანექსი“-სა და მომხმარებელს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა ვებგვერდის გამოყენებისა და პროდუქციის/მომსახურების შეძენის შედეგად.

 ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

„შპს ლუმანექსი“ იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქცია, რომელიც შეესაბამება:

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი ნივთის აღწერასა და დანიშნულებას.
  • ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის ნივთად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები და გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზეც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.

მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია ანგარიშის უსაფრთხოებასა და ანგარიშით განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე.

 კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა პირობების დარღვევის შემთხვევაში.

2. პროდუქცია და მომსახურება

კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციისა და მომსახურების აღწერას მაქსიმალური სიზუსტით, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ:

  • პროდუქტის ვიზუალური მახასიათებლები სრულად დაემთხვევა რეალურს;
  • პროდუქტი სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის ინდივიდუალურ მოლოდინებს.

კომპანია უფლებამოსილია:

  • შეცვალოს პროდუქციის აღწერა, ფასები ან ხელმისაწვდომობა;
  • შეწყვიტოს პროდუქციის შეთავაზება ნებისმიერ დროს.

3. ელექტრონული კომუნიკაცია

ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ელექტრონულ კომუნიკაციას.

კომპანია უფლებამოსილია დაგიკავშირდეთ:

  • ელ. ფოსტით
  • ტელეფონით
  • ონლაინ შეტყობინებებით

ეს კომუნიკაცია სამართლებრივად ითვლება წერილობით ფორმად.

4. შეკვეთა და მიწოდება

მომხმარებელს შეკვეთის განთავსება შუძლია კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით ან ვებ გვერდზე გადახდით. შეკვეთის განთავსება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენის შეთავაზებას და ითვლება მიღებულად მხოლოდ კომპანიის მიერ მისი დადასტურების შემდეგ.

კომპანია, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას. ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.

შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.

მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და მომხარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

კომპანია უფლებამოსილია:

  • უარი თქვას შეკვეთაზე;
  • შეცვალოს ან გააუქმოს შეკვეთა შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში

მიწოდების პირობები

ვებ-გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით,

თბილისში- შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში

რეგიონებში -შეკვეთიდან 4-5 სამუშაო დღის განმავლობაში

შესაძლებელია ვადების ცვლილება ობიექტური მიზეზების გამო. წინამდებარე მიწოდების პირობები წარმოადგენს კომპანიის სტანდარტულ პირობებს, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ან/და შემცირდეს, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რის შესახებაც დაუყონებლიც ეცნობება მომხმარებელს.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების ან კომპანიის კონტროლის მიღმა ფაქტორებით.

მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას გადაამოწმოს პროდუქცია.

5. პროდუქტის შესაბამისობა და გარანტია

ნაკლიანი პროდუქციის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (ნივთის უსასყიდლოდ შეკეთების ან შეცვლის ან ფასის შემცირების ხარჯზე) ან ხელშეკრულების გაუქმება.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • კომპანიამ  გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლებები პროდუქტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. შეკეთება ან შეცვლა უნდა განხორციელდეს 30 დღის განმავლობაში. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ნივთის ნაკლი უმნიშვნელოა.

6. დაბრუნების პოლიტიკა

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქცია  14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

დაუყოვნებლივ დაბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;

  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს ან/და ნივთს გააჩნია ნაკლი, ამ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.
  • კომპანია ვალდებულია მომხარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა, ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუმცა უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს მომხმარებლისგან.
  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და ხელშეკრუელბის ანულირებას.

 უპირობო დაბრუნების პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ:

  • მომხმარებელს მიეწოდა ჰერმენტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმენტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე.
  • ნივთი დამზადებული ინდივიდუალურ შეკვეთით
  • მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა
  • ნივთის სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათ) ლარს.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

მხარეები ვალდებულნი არიან შასრულონ ხელშკრულების ნაკისი ვადებულებები სრულად, ჯეროვანად და კეთილსინდისიერად და აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

8. ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა არის კომპანიის საკუთრება და დაცულია კანონით. აკრძალულია მისი გამოყენება კომპანიის ნებართვის გარეშე.

9. მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია
  •  არ გამოიყენოს სერვისი უკანონოდ
  • არ დაარღვიოს სხვა პირის უფლებები

10. ფორს-მაჟორი

მხარეები არ აგებენ პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია; სტიქიური უბედურებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სახელმწიფო გადაწყვეტილებით, ტექნიკური კატასტროფით.  თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

შეტყობინებაში ასახული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

11. ხელშეკრულების შეწყვეტა

კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება, თუ მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებისთ განსაზღვრულ პირობებს.

12. მოქმედი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავები განიხილება საქართველოს სასამართლოში.