Translation missing: ka-GE.accessibility.skip_to_product_info
1 დან 1

LED Light Therapy Mask and Neck |LED თერაპიის ნიღბის და დეკოლტეს კომპლექტი

LED Light Therapy Mask and Neck |LED თერაპიის ნიღბის და დეკოლტეს კომპლექტი

Translation missing: ka-GE.products.product.price.regular_price 849.00 GEL
Translation missing: ka-GE.products.product.price.regular_price Translation missing: ka-GE.products.product.price.sale_price 849.00 GEL
Translation missing: ka-GE.products.product.on_sale Translation missing: ka-GE.products.product.sold_out

LED თერაპიის ნიღაბი და დეკოლტე 

LED თერაპიის ნიღაბი და დეკოლტე სხვადასხვა ფერის სინათლისა და სიხშირის სხივებით არაინვაზიური გზით აღწევს კანის ღრმა უჯრედულ დონეზე და მასზე ზემოქმედების გზით აქვს კლინიკურად დადასტურებული უპირატესობები:

  • კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების გზით ამცირებს წვრილსა და მსხვილ ნაოჭებს
  • უნარჩუნებს ბრწყინვალებას და ახალგაზრდულ იერს
  • უზრუნველყოფს მიკროცირკულაციის გაძლიერებას და და უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს ხდის გლუვსა და ერთგვაროვანს
  • აქრობს ანთებით კერებს და სიწითლეს
  • ეხმარება კანის აღდგენას ჭრილობებისა და პოსტ-აკნე ნაწიბურების შემთხვევაში
  • არაინვაზიური, კანის დამზოგველი მეთოდი მარტივი გამოსაყენებელია სახლის პირობებში 
  • აუმჯობესებს და ახანგრძლივებს სხვადასხვა პროცედურების ეფექტს

 

 

LED ნათების ტიპები და დანიშნულება:

წითელი ნათება (630 nm) -  კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს,
ათანაბრებს კანის სტრუქტურას და ფერს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს,ფორებს და ანიჭებს კანს ბზინვარებას. ხელს უწყობს აკნეს შემდგომი ნაწიბურების შეხორცებას,
ღრმა ნაოჭების შემცირებას და აფერხებს წვრილი ნაოჭების გაჩენას.

ახლო ინფრაწითელი ნათება (830 nm) - აღწევს კანის უფრო ღრმა ფენებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ნაოჭებს, აფერხებს კანის დაბერების პროცესს, აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას და უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს უფრო გლუვს და ერთგვაროვანს ხდის და ანიჭებს ახალგაზრდულ იერს.

ლურჯი ნათება (415 nm) - ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ებრძვის
ანთებით პროცესს, ეხმარება აკნეს მკურნალობის პროცესს და ხსნის შეშუპებას.

ვარდისფერი ნათება (630 + 415 nm) - წითელი და ლურჯი სინათლის კომბინირებული ეფექტი.

პროდუქტის მახასიათებლები

Lumanex-ის LED მოწყობილობა დამზადებულია სამედიცინო სილოკონით, რომელიც კომფორტულად, კანს მაქსიმალურად ახლოს ერგება, რაც
ხელს უწყობს სხივების თანაბარ გადანაწილებას და კანში უკეთ შეღწევას მაქსიმალური შედეგისთვის. მოწყობილობა მსუბუქი და პორტატულია, ადვილად იწმინდება და მარტივი სამართავია დისტანციური კონტროლერის მეშვეობით. 

LED ნიღბისა და დეკოლტეს გამოყენება დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყოველდღიური კანის მოვლის რუტინის პარალელურად.
სასურველი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია სისტემატური გამოყენება - LED სინათლის თერაპიის დაწყებისას კვირაში 3-4-ჯერ 10 წუთის, კანის მიჩვევის შემდეგ კვირაში 5-6-ჯერ 10-20 წუთის, ხოლო ეფექტის შესანარჩუნებლად კვირაში 3-5-ჯერ 10-15 წუთის განმავლობაში.

LED ნიღბისა და დეკოლტეს გამოყენების ეფექტი შესამჩნევია თანმიმდევრულად 3-4 კვირის გამოყენების შემდგომ.

ტექნიკური მონაცემები

  • მასალა: სილიკონი
  • LED ნიღბის ნათურების რაოდენობა :მაღალი ხარისხის 3 ჩიპიანი 114 LED ნათურა,
  • LED დეკოლტეს ნათურების რაოდენობა:მაღალი ხარისხის 3 ჩიპიანი 120 LED ნათურა,
  • განათების 4 ტიპი: წითელი ნათება (630 nm), ახლო ინფრაწითელი ნათება (830 nm), ლურჯი ნათება (415 nm), ვარდისფერი ნათება (630 + 415 nm)
  • ტალღის სიხშირე: 630 nm, 415 nm, 830 nm
  • სიკაშკაშის რეგულირება: 0%–100%
  • ტაიმერი: 10 წუთი (მაქისმუმ სეტი 30 წუთი)
  • ელემენტის სიმძლავრე: 4000 mAh
  • სიხშირე (პულსი): 0–10000Hz
  • ავტომატური გათიშვა: კი
  • დატენვის დრო: 3 საათი
  • გამოყენების დრო: 3.5 საათი
  • გარანტია: 6 თვე
  • ზომა: ნიღაბი 320 × 210 მმ; დეკოლტე - 330 × 210 მმ
  •  წონა: 395გ ± 5გ

კომპლექტაცია

  • ერგონომიული ნიღაბი და დეკოლტე კომფორტული დიზაინით 
  • დისტანციური მართვის პულტი
  • სილიკონის თვალების დამცავი
  • რბილი ნაჭრის სამაგრები
  • Micro-USB დამტენი კაბელი
  • დამტენი პორტი (გამავალი/შემომავალი)
  • ეკრანი
  • ნათების რეჟიმის შერჩევა
  • პულსაციის რეჟიმი
  • განათების სიმძლავრის არჩევა

გამოყენების ინსტრუქცია

  • გამოყენებამდე დამუხტეთ კონტროლერი. დატენვა ხდება Micro-USB კაბელით 5V-1A ადაპტერზე. 
  • რეკომენდებულია დატენვა ბატარეის ნიშნულის 20%-ზე დაბლა ჩამოსვლისას. 
  • გამოყენებისას შეაერთეთ კონტროლერი LED მოწყობილობასთან 
  • გამოყენებამდე გაისუფთავეთ კანი და შეიმშრალეთ პირსახოცით.
  • მაქსიმალური ეფექტისთვის ნიღაბი და დეკოლტე მჭიდროდ მოირგეთ კანზე სპეციალური ნაჭრის, რბილი სამაგრების მეშვეობით. 
  • ჩასართავად დააჭირეთ კონტროლერის ღილაკს რამდენიმე წამის განმავლობაში.
  • ეკრანზე გამოჩნდება მენიუ სადაც, set ღილაკზე დაჭერით გადადიხართ მენიუში სხვადასხვა მონაცემების ასარჩევად.
  • +/- ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია, სასურველი განათების ტიპის, დროის, განათების სიმძლავრის და პულსაციის რეჟიმის შერჩევა.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ მოწყობილობის ზედაპირი ოდანვ ნოტიო სუფთა ქსოვილით. გაწმენდამდე დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია
  • LED თერაპიის მოწყობილობის გამოყენების შემდეგ სასურველია დაიტანოთ კანზე დამატენიანებელი საცხი. 
  • როდესაც ბატარეა არ არის საკმარისად დამუხტული მოწყობილობა ავტომატურად ითიშება 

სერთიფიცირებულია უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებით: FDA, SE, FCC, RoHs

Translation missing: ka-GE.products.product.view_full_details

ხილული შედეგი 3-4 კვირის სისტემატური გამოყენების შემდეგ