Translation missing: ka-GE.accessibility.skip_to_product_info
1 დან 1

LED Light Sculptor | LED თერაპიის სკულპტორი

LED Light Sculptor | LED თერაპიის სკულპტორი

Translation missing: ka-GE.products.product.price.regular_price 229.00 GEL
Translation missing: ka-GE.products.product.price.regular_price Translation missing: ka-GE.products.product.price.sale_price 229.00 GEL
Translation missing: ka-GE.products.product.on_sale Translation missing: ka-GE.products.product.sold_out

LED თერაპიის სკულპტორი

LED თერაპიის სკულპტორი სხვადასხვა ფერის სინათლის სხივებისა და ვიბრაციის გამოყენებით, არაინვაზიური გზით აღწევს კანის ღრმა უჯრედულ დონეზე, ასტიმულირებს კუნთებს და ანიჭებს კანს სიმტკიცეს, ხოლო ტემპერატურის მატების რეჟიმი ხელს უწყობს საცხისა და შრატის უკეთ შეწოვას და კანის მოვლის რუტინას უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის.

LED ნათების ტიპები და დანიშნულება:

წითელი ნათება (630 nm) -  ხელს
უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რისი საშუალებითაც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ათანაბრებს კანის სტრუქტურას და ფერს, აფერხებს
წვრილი ნაოჭების გაჩენას.

ლურჯი ნათება (415 nm) - ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ებრძვის ანთებით პროცესს და ამშვიდებს
გაღიზიანებულ კანს.

მწვანე ნათება (525 nm) - ამშვიდებს კანს და ხსნის შეშუპებას.

პროდუქტის მახასიათებლები

Lumanex-ის LED თერაპიის სკულპტორი დამზადებულია მსუბუქი პილომერული მასალით. მოწყობილობა პორტატულია, ადვილად იწმინდება და ასრულებს როგორც LED თერაპიის, ასევე მასაჟორის ფუნქციას.

სკულპტორის გამოყენება დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და შედეგის მისაღწევად
რეკომენდებულია სისტემატური გამოყენება - LED სინათლის თერაპიის დაწყებისას კვირაში 3-4-ჯერ 5 წუთის, კანის მიჩვევის შემდეგ კვირაში 5-6-ჯერ 10 წუთის, ხოლო
ეფექტის შესანარჩუნებლად კვირაში 3-5-ჯერ 5 წუთის განმავლობაში.

LED თერაპიის სკულპტორის ეფექტი შესამჩნევია თანმიმდევრულად 3-4 კვირის გამოყენების შემდგომ.

ტექნიკური მონაცემები

  • განათების 3 ტიპი: წითელი ნათება (630 nm), ლურჯი ნათება (415 nm), მწვანე ნათება (525 nm)
  • ტალღის სიხშირე: 630 nm, 415 nm, 525 nm
  • სიმძლავრე: 3.7v
  • ელემენტის სიმძლავრე: 500 mAh
  • რეჟიმი: ავტომატური ჩართვა და ვიბრაცია
  • მასალა: მსუბუქი პოლიმერული კორპუსი
  • დატენდის დრო: 2 საათი
  • გამოყენების დრო: 2 საათი

გამოყენების ინსტრუქცია

  • გამოყენებამდე დამუხტეთ მოწყობილობა
  • ფრთხილად გაწმინდეთ მოწყობილობის ზედაპირი მშრალი ან ნოტიო სუფთა ქსოვილით
  • გამოყენებამდე გაისუფთავეთ კანი და დაიტანეთ დამატენიანებელი ან შრატი
  • რამდენიმე წამის განმავლობაში დააჭირეთ ჩართვის ღილაკს. აღნიშნული ღილაკით შეცვლით სკულპტორის რეჟიმსაც
  • მოწყობილობა იმახსოვრებს ბოლო გამოყენებულ რეჟიმს და თავიდან ჩართვის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება ესაბამისი რეჟიმი
  • წითელი სხივის გამოყენებისას მოწყობილობა რამდენიმე წამის შემდეგ ავტომატურად თბება
  • დაიმასაჟეთ სკულპტორით სახის კანი და დეკოლტე
  • მოწყობილობის გამოსართავად რამდენიმე წამი დააჭირეთ ჩამრთველ/გამომრთველ ღილაკს
  • პროცედურის დასრულების შემდეგ გაწმინდეთ ანალოგიური ინსტრუქციით.



სერთიფიცირებულია უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებით: SE, FCC, RoHs

Translation missing: ka-GE.products.product.view_full_details

ხილული შედეგი 3-4 კვირის სისტემატური გამოყენების შემდეგ